თბილისი. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია
შეშფოთებულია
ბოლო
პერიოდში
ადგილობრივ
თვითმმართველობებში
მიმდინარე
პროცესების გამო. „არ სრულდება და უგულვებელყოფილია ევროპის საბჭოს
ადგილობრივ
და
რეგიონალურ
ხელისუფლებათა კონგრესის მიერ ამა წლის მარტის სესიაზე
მიღებული რეკომენდაცია. ჩვენ გამოვთქვავთ შეშფოთებას
სამტრედიის, ოზურგეთის, გურჯაანის
და რუსთავის
მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სხვადასხვა
სახის ზეწოლის
ფაქტების გამო. ვთვლით,
რომ პოლიტიკური
ნიშნით გათავისუფლებები
ნებისმიერ დონეზე - ეს იქნებიან უმაღლესი
პირები თუ სოფლის რწმუნებულები,
ეწინააღმდეგება ევროპულ ქარტიას.
ასოციაცია დააკვირდება ადგილობრივ
თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებს
და თითოეულ
ფაქტზე მოახდენს
შესაბამის რაეგირებას და, რა თქმა უნდა, მიაწვდის
ინფორმაციას ევროპულ სტრუქტურებს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში