en
ge

ახალგაზრდული პარლამენტი დასუფთავების აქციას შეუერთდა

მცხეთა–მთიანეთი. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი შეუერთდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივას „დასუფთავების ეროვნული აქცია". 16 ივნისს პარლამენტის 100-მდე წევრმა ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. მათთან ერთად აქციაში მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამაც მიიღო.  სამინისტროს მიერ ორგანიზებულმა გარემოსდაცვითმა კამპანიამ მოიცვა თბილისი და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. დასუფთავების აქციები გაიმართა 80-ზე მეტ ადგილას, მათ შორის ისტორიული და კულტურული ძეგლების მახლობლად, სკოლების, უნივერსიტეტების და სამედიცინო დაწესებულებების შემოგარენში, ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების საგანგებოდ შერჩეულ უბნებზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)