en
ge

გაცვლითი პროგრამა ახალციხე–ბათუმი

ახალციხისა და ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრებს შორის გაცვლითი პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სამოქალაქო და კულტურული ღონისძიებები. გაცვლითი პროგრამის მიზანია სხვადასხვა რეგიონების და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება. ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ინტერნეტ-გადაცემების ონლაინ რეჟიმში გაშვებასთან დაკავშირებით, დაიგეგმა გადაცემა თემაზე: „სამოქალაქო აქტივობა". გაცვლითი ღონისძიებები ახალციხისა და ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრებს შორის ორმხრივია და ხორციელდება პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში", რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023