en
ge

სისხლის ჩაბარების აქცია მარნეულში

ქვემო ქართლი. 14 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს, მარნეულის ახალგაზრდულმა ცენტრმა „ჩაის სახლში" სისხლის ჩაბარების აქცია გამართა დევიზით – „ჩემი სიცოცხლისათვის სისხლს გაიღებ?". აქციის დროს ჩაბარებული სისხლი მოხმარდება იმ ბავშვებს, რომლებსაც სისხლის გენეტიკური დაავადებები აწუხებთ. მარნეულის ახალგაზრდულმა ცენტრმა აქცია „ცენტრალურ სისხლის ბანკთან" და კომპანია „სოკართან" პარტნიორობით ჩაატარა, პროექტის - „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)