en
ge

საარჩევნო ვებ–პორტალის პრეზენტაცია

თბილისი. 19 ივლისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საარჩევნო ვებ–პორტალის,  www. electionsportal.ge პრეზენტაცია გაიმართა. პორტალი სამი საზოგადოებრივი ორგანიზაციის  - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქართველოს" ერთობლივ პროდუქტს წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია 2012 წლის საპარლამეტნო არჩევნების შესახებ ინფორმაციის გავრცელება – წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების აღრიცხვა და საიტზე განთავსება.  
ვებ–პორტალის ადმინისტირებას ახორციელებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, პროექტი ხორციელდება USAID-ის მეშვეობით. პორტალი ფინანსდება ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ასევე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ. პორტალის საწყისი მხარდაჭერა უზრუნველყო  ფონდმა „ღია საზოგადოება –  საქართველომ". 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)