თბილისი. 14 ივნისს ახალგაზრდა
ადვოკატებმა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბრების პრობლემატიკის შესახებ სამართლებრივი
კვლევის პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციამ ხელისუფლებას საბჭოთა ანაბრების პრობლემების
მოგვარების სარეკომენდაციო პაკეტიც შესთავაზა.
კვლევა საბჭოთა
და პოსტსაბჭოთა
ანაბრების პრობლემატიკის
შესახებ მომზადებული
პირველი დოკუმენტია,
რომლითაც ფართო
საზოგადოებისთვის პირველად
ხდება საბჭოთა
და პოსტსაბჭოთა
ანაბრების გაუფასურებასთან
დაკავშირებული პროცესის
სამართლებრივი ანალიზი,
საქართველოს მიერ
პრობლემის მოგვარების
მიზნით მიღებული
გადაწყვეტილებების შეფასება,
ხელისუფლების მოქმედებების
ეფექტურობისა და
მართლზომიერების შესახებ
დასკვნის მომზადება,
ეროვნული და
ევროპული სასამართლოების
დონეზე მიღებული
გადაწყვეტილებების წარმოდგენა,
ყოფილი საბჭოთა
კავშირის ქვეყნების
გამოცდილების შესწავლა
და სხვა.
კვლევის მიზანს
წარმოადგენდა შექმნილიყო
რეკომენდაციების პაკეტი,
რომლითაც ხელისუფლებას
მიეთითებოდა პრობლემის
მოგვარებისთვის საჭირო
მოქმედებებისა და
სტრატეგიის შექმნის
შესაძლებლობაზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში