თბილისი. ფონდმა
„ღია საზოგადოება საქართველომ" დაიწყო წიგნების შეგროვება სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც
ცხოვრობენ ხურვალეთში, წითელუბანსა და შავშვებში (გორის მუნიციპალიტეტის სოფლები).
შეგროვილი ლიტერატურა გადაეცემა სკოლების ბიბლიოთეკებს, სადაც, მიუხედავად ახალგაზრდების დიდი სურვილისა, წიგნები ან ძალზე მცირეა ან საერთოდ არ არის. მოწოდებულ წიგნს შეგიძლიათ დაურთოთ სურვილების/მისალმების ბარათი, რაც გვჯერა რომ ბავშვებს დამატებით გაახალისებს.
მსურველებმა წიგნები უნდა მიაწოდნ ფონდს 28
ივნისადმე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭოველიძის 10.
ხურვალეთის, წითელუბანისა და შავშვების ბავშვები ელიან თქვენს წიგნებსა და ბარათებს!
წყარო: osgf.ge