იმერეთი. 16 ივნისს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კამპანიას ”მწვანე თვე” შეურთდა და დასუფთავების აქცია მოაწყო მუხრანის ტყე-პარკში.
აქცია მიზნად ისახავდა ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. კამპანიაში ახალგაზრდული ცენტრის 15 წევრი ღებულობდა მონაწილეობას. მათ ნარჩენებისგან დაასუფთავეს ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორია.
ღონისძიება ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოიცალურ ქსელში