en
ge

კონფერენცია ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კონცეფციაზე

თბილისი. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრში გაიმართა  კონფერენცია ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით. ღონისძიება შედგა პროექტის –„სამოქალაქო საზოგადოების ფოკუს-ჯგუფების ჩართულობა კონსტიტუციურ სამართალშემოქმედებაში" – ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები. კონცეფცია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ წარმოადგინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა და სამინისტროსთან არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ დავით ლოსაბერიძემ.
წყარო:მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)