თბილისი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევნების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. „სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები საქართველოს მასშტაბით 67 მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლაში გამართულ არჩევნებს დააკვირდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ სამეურვეო საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არის ორგანო, რომელიც ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს ბიუჯეტსა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს, „სამართლიან არჩევნებს" მიაჩნია, რომ საბჭოს არჩევნების სამართლიან, თანასწორ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება სკოლის თვითმმართველობისა და ზოგადად, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში