en
ge

თავისუფლების ბანაკი ბაზალეთში

მცხეთა–მთიანეთი. თავისუფლების კლუბმა (Club of Liberty) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ბაზალეთზე გამართა საზაფხულო ბანაკი თემაზე „თავისუფლება და საკუთრება თანამედროვე მსოფლიოში".  ბანაკში 50 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, ისინი 4 დღის განმავლობაში ესწრებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ თავისუფლების კლუბის მიერ ორგანიზებულ დებატებში, ასევე ესწრებოდნენ ქართველი ლექტორების მიერ ჩატარებულ ლექციებს სხვადასხვა თემაზე. მათ ბანაკის დასასრულს სერტიფიკატებიც გადაეცათ. 
„თავისუფლების კლუბი" 2010 წელს დააფუძნეს თავისუფალი უნივერსიტეტის, ESM ბიზნეს სკოლის მე-4 კურსის სტუდენტებმა. ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებისათვის კონსერვატიული და ლიბერტარიანული იდეების გაცნობა. კლუბმა უკვე მოაწყო 10-ზე მეტი საჯარო ლექცია, რომელთაც უძღვებოდნენ ქართველი და უცხოელი ლექტორები. კლუბი ასევე რეგულარულად აწყობს ბანაკებს ბაზალეთში ინგლისურ და ქართულ ენებზე, რომლებშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ პირს შეუძლია. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)