en
ge

საზოგადიების ხმა FM 104.5

აჭარა. 19 ივნისს, აჭარის რადიოს ახალი პროექტის ფარგლებში პირველი გადაცემა გავიდა. პროექტით გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საეთერო დროის დათმობა. პირველი გადაცემის  წამყვანი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი ნათია აფხაზავა იყო, ხოლო  სტუმრები: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე, ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეის" წარმომადგენელი ნინო ჩხაიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელი გვანცა დავითაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ხათუნა ნაყეური. გადაცემის თემა თანამშრომლობა სამოქალაქო სექტროსა და ხელისუფლებას შორის. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს სამოქალაქო კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. სურვილის შემთხვევაში  ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეუძლია პროექტში ჩართვა.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)