თბილისი. 20 ივნისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა მესამე სექტორს გააცნეს 2013 წლის პირველი კვარტლის ანგარიში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები. ასევე წარმოადგინეს სამინისტროს 6 თვის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
ანგარიშების წარმოდგენის შემდგომ გაიმართა დისკუსია კითხვა–პასუხის რეჟიმში. შეხვედრის ბოლოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ფასილიტატორ სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდასთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.