en
ge

ტრენინგი დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ

აჭარა. 22 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა, რომლის თემა იყო დისკრიმინაციის აკრძალვა. ტრენინგი ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტებმა გიორგი მშვენიერაძემ და ბესარიონ ბოხაშვილიმა ჩაატარეს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ტრენინგი მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და აქცენტი საქართველოს კონსტიტუციაში არსებული დისკრიმინაციის აკრძალვასთნ დაკავშირებული მუხლების განხილვას დაეთმო. 




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)