თბილისი. სიდასა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით, პროექტის – „ჩემი უფროსი მეგობარი" –
ფარგლებში, კანონთან კონფლიქტში
მყოფი
ხუთი
მოზარდი
თავის
„უფროს
მეგობართან"
ერთად,
რუსთაველის
სახელობის
თეატრში
გამართულ
წარმოდგენას
დაესწრო.
პროექტში „ჩემი უფროსი
მეგობარი" რუსთავში მცხოვრები ხუთი
არასრულწლოვანი პრობაციონერია ჩართული, ის მიზნად
ისახავს
მოზარდებში
დანაშაულის
პრევენციას
და სირთულეების
დაძლევაში
ხელშეწყობას.
„უფროსი
მეგობრის"
მოვალეობაა
არასრულწლოვანზე
დადებითი
ზეგავლენის
მოხდენა
და მასში
სოციალური
პასუხისმგებლობის
გრძნობის
გაღვივება.
„უფროსი
მეგობარი"
უზრუნველყოფს
არასრულწლოვანი
პირობით
მსჯავრდებულისთვის
როგორც
საგანმანათლებლო,
ისე
გასართობი
აქტივობების
ორგანიზებას.
წყარო: mcla.gov.ge