en
ge

სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკის მეორე ნაკადი

მცხეთა–მთიანეთი. 20 ივლისს ბაზალეთში, „სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი - 2012"-ის მეორე ნაკადი დაიწყო. ბანაკი „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება,  რომელსაც აფინანსებს აშშ–ს  საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ხოლო პროგრამას საქართველოში ახორციელებს PH-International. ბანაკის ორგანიზატორია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, რომელიც ამავდროულად პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა ქვემო ქართლის რეგიონში.
„სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2012-ში" მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს 11  რეგიონიდან. ბანაკის სამ ნაკადად წარიმართება და სულ მონაწილეობას მიიღებს 270 მონაწილე -  სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები,  რომლებიც წლის განმავლობაში ინიცირებას უკეთებენ და ახორციელებენ სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივობებს. ბანაკის განმავლობაში მონაწილეებს  უტარდებათ ტრენინგები სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, წერენ პროექტებს, რომლებსაც განახორციელებენ თავიანთ სამოქალაქო კლუბებში სასწავლო წლის განმავლობაში. ბანაკის ყოველი დღე დატვირთულია სახალისო - შემეცნებითი საბანაკე აქტივობებით, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეების დაახლოებას.
სიქა მეორე წელია ორგანიზებას უწევს „სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკს". შარშან ბანაკში მონაწილეობა მიიღო 150-მა მონაწილემ საქართველოს 9 რეგიონიდან.
ბანაკში  ქართველ ლიდერებთან ერთად ევროპელი ახალგაზრდული ლიდერები მუშაობენ, რომლებსაც სიქა მასპინძლობს ევროკომისიის პროგრამა „ახალგაზრდები მოქმედებაში" ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)