en
ge

ეკოლოგიური აქცია

გურია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის სამოქალაქო კლუბმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ეკოგანთლებაზე იზრუნა. სოფელი აცანა მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს, აქედან გამომდინარე სოფლისთვის უმნიშვნელოვანესია ტყის დაცვის საკითხი. იმისათვის, რომ ტყე გაჩეხვისგან დაიცვან, სამოქალაქო კლუბმა თანასოფლელთა ცნობიერების ამღლება, მათი ეკოგანათლება გადაწყვიტა და ამ მიზნით 16 ივლისს სოფლის ცენტრში ბანერი დაამონტაჟა. ,,თუ დამიცავ ფესვებს, შეგიჩერებ მეწყერს!’’ - ბანერზე განთავსებული ამ შინაარსის ტექსტით ახალგაზრდები მოუწოდებენ მოსახლეობას, არ გაჩეხონ ტყე და ამ გზით დაიცვან სოფელი დამეწყვრისგან. სამოქალაქო კლუბის მიმართვის შედეგად ბანერის მონტაჟის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობაც ჩაერთო და კლუბს ბანერისთვის საჭირო მასალებით დაეხმარა.
სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა ბანერი თავად დადგეს და შეღებეს. საკუთარი ინიციატივით მიღწეულმა რეალურმა შედეგმა, ასევე ადგილობრივ მმართველობასთან წარმატებულმა თანამშრომლობამ მათ სტიმული მისცა, მომავალშიც განახორციელონ მსგავსი აქტივობები და იყვნენ ჩართულები სამოქალაქო პროცესში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)