en
ge

ჟურნალისტთა კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ჟურნალისტთა კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.  კონკურსის ჟიურიმ,  ზვიად ქორიძის, დავით პაიჭაძის, სოსო სიმონიშვილის, ნანა საჯაიას და გურამ წიბახაშვილის შემადგენლობით, ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული ჟურნალისტები გამოავლინა.
საუკეთესო სტატიის ნომინაციაში პირველი პრემია (1000 ლარი) ლიკა ზაკაშვილს გადაეცა, მეორე პრემია (500 ლარი) – ცირა გავასალიას, წამახალისებელი პრემიები (250 ლარი) კი  სალომე სიგუამ და ეკატერინე ლემონჯავამ მიიღეს.
საუკეთესო რადიო-სიუჟეტის ნომინაციაში გაიცა ორი მეორე პრემია: ეკა ქავანიშვილს და გოგა აფციაურს. (500-500 ლარი).
საუკეთესო ტელე-სიუჟეტის ნომინაციაში გამარჯვებულად გამოცხადდა ნინო სამნიაშვილი (გურჯაანი ტვ., 1000ლარი);
საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში პირველი პრემია (1000 ლარი) თინათინ კიღურაძემ მიიღო, მეორე (500 ლარი) დარო სულაკაურს, გიორგი გოგატიშვილს წამახალისებელი პრემია (250 ლარი) გადაეცათ. 
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი უკვე მეშვიდე წელია ატარებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ. კონკურსის მიზანია  საზოგადოებრივი საკითხების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და სამოქალაქო აქტივობის უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქების ხელშეწყობა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)