en
ge

საიამ წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ლექცია/დისკუსია. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები: რა შეიძლება ჩაითვალოს წამებად და არასათანადო მოპყრობად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით); რატომ გახდა წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემური პრობლემა; რა მდგომარეობაა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; როგორ უნდა მოხდეს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია და როგორია სახელმწიფოს სტრატეგია ამ მიმართულებით; მიმდინარეობს თუ არა წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება; როგორია საზოგადოების დამოკიდებულება წამებისა და არასათანადო მოპყრობის მიმართ და აუცილებელია თუ არა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;  რა არის საჭირო წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველმა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პროკურატურის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
წყარო:gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)