თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. ვებგვერდზე განთავსდა დოკუმენტები თანამდებობის პირების პრემიების, თანამშრომლების პრემიების, მოქმედი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს, ორგანიზაციის ბალანსის, საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშების, ავტოპარკის ხარჯების, განცხადების საფუძველზე განთავისუფლებული თანამშრომლების, ხელმძღვანელობის მიერ განთავისუფლებული თანამშრომლების, დაფინანსებული ღონისძიებების, სამივლინებო ხარჯების, შიდა აუდიტის ანგარიშის, თანამდებობის პირების ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ინსტიტუტს მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად მიაწოდა.
წყარო: opendata.ge