გურია. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრისა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მხარდაჭერით, ადგილობრივმა მონიტორინგის ჯგუფმა ბოხვაურის თემში ჩაატარა მუნიციპალიტეტის მიერ 2011 წელს ამ თემის სოფლებში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგი.
რის საფუძველზეც მომზადდება შესაბამისი ანგარიში, რომელიც წარედგინება აღნიშნული სოფლის მოსახლეობას. მონიტორინგის შედეგებზე ასევე მომზადდება სატელევიზიო სიუჟეტი, რომელსაც გურიის მოსახლეობა ადგილობრივი ტელეკომპანია „გურიის" ეთერით იხილავს.
მონიტორინგი განხორციელდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოებრივი მონიტორინგი ცვლილებებისთვის" ფარგლებში.