თბილისი. 28 ივნისს საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა პრესკონფერენცია გამართა. საუბარი შეეხო ახალგაზრდული პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მოამზადებულ პოლიტიკის დოკუმენტს, რომლითაც ისინი მიმართავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ახალგაზრდული პარლამენტის მენეჯერმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადეს, რომ აუცილებელია მიმდინარე ცვლილებებში საზოგადოების და აკადემიური წრეების აქტიური ჩართვა; შესაბამისად, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილების დაჩქარებული წესით გატანა ახალგაზრდულ პარლამენტს მიუღებლად მიაჩნია.
„საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი იზიარებს აზრს, რომ საუნივერსიტეტო ავტონომია ვერ დგას თავის სიმაღლეზე, თუმცა არ ეთანხმება იმ პოლიტიკურ უპრინციპობას, რასაც სახელმწიფოს მხრიდან, თუნდაც კეთილი მიზნებით, ავტონომიურ სფეროებზე კონტროლის თუნდაც დროებით აღება ქვია.
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი მხარს უჭერს უმაღლესი საგამნათლებლო სივრცის ავტონომიურობას და ამ კუთხით წამოყენებულ ნებისმიერ ინიციატივას მიესალმება".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში