სამცხე–ჯავახეთი. 24 ივლისს, კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისთვის” ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი საზოგადოებრივი, მედია ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კოალიციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია კამპანია „ეს შენ გეხებას” მიზნებსა და სამოქმედო გეგმებზე, აგრეთვე, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მის გაჯანსაღებისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიციის „არჩევნის თავისუფლებისთვის". მათ შეხვედრაზე ისაუბრეს ე.წ. must carry-ისა და must offer-ის პრინციპების კანონმდებლობაში ასახვის საკითხებზე, კანონში შეტანილი ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე. აგრეთვე, პოლიტიკური პარტიების ,,ქცევის კოდექსზე" საარჩევნო პერიოდში.
,,მნიშვნელოვანია, რომ იყოს მჭიდრო კონტაქტი თბილისისა და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის. მოხდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ამ პრობლემატიკაზე მუშაობა, იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება გამოცოცხლებული იყოს არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც”, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
მსაგვსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე ჩატარდა. კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის" სამომავლოდ სამცხე-ჯავახეთში სადამკვირვებლო მისიას და ტრენინგების ჩატარებასაც გეგმავს.