en
ge

სამუშაო შეხვედრები ფინანსურ მდგრადობაზე

სამცხე–ჯავახეთი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობაზე სამუშაო შეხვედრებს ატარებს. შეხვედრებში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ. ტრენინგების ციკლი მომზადებულია უცხოელ ექსპერთებთან კონსულტაციის შედეგად და მისი მიზანია ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციებს თანხების სხვადასხვა გზით მოძიებაში. სამუშაო შეხვედრები შედგება სამი სესიისგან: ფილანტროპია და მოხალისეობა, გრანტები და სახელმწიფო დაფინანსება, სოციალური მეწარმეობა. ამ საკითხებზე 28 ივნისს შეხვედრა გაიმართა ახალციხეში. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრებს თელავში, ქუთასში, ოზურგეთსა და ბათუმში გამართავს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)