გურია. გურიის მოსწავლეთა რეგიონული პარლამენტი „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე 2007 წლიდან არსებობს (პარლამენტის შემადგენლობა ორგანიზაციის პარტნიორის კოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების თავმჯდომარეებით კომპლექტდება), რომლის წევრები სხვადასხვა ტიპის ინიციატივებს ახორციელებენ, ერთი-ერთი ძირითადი მიმართულება თემში პრობლემების კვლევა და ადვოკატირების პროცესის წარმოებაა. მიმდინარე წლის ბოლოს რეგიონული პარლამენტის ინიციატივით დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლისა და საჯარო სკოლების საგაკვეთილო პროცესის შესაბამისობის შესახებ ადვოკატირების კამპანია, რომლის ფარგლებში წინასწარ შემუშავებული კითხვარის საფუძველზე გამოიკითხა გურიის რეგიონის 12 სკოლის 71 პედაგოგი და 228 მოსწავლე.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტის არსებული განრიგი მოუხერხებელია და ქმნის მთელ რიგ პრობლემებს სკოლის ბენეფიციართათვის.
უახლოეს პერიოდში იგეგმება შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით.