სამცხე–ჯავახეთი. თელავის ახალგაზრდული
ცენტრის მოსწავლეები სტუმრობდნენ
ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრს.
სტუმრობის მიზანი
იყო განსხვავებული რეგიონის
გაცნობა, დაახლოვება. თელაველი
ახალგაზრდების სტუმრობა საკმაოდ
საინტერესოდ წარიმართა. მათ მოისმინეს ტრენინგი
ცხოვრების ჯანსაღი წესის
შესახებ, ასევე თავადაც
ჩაატარეს თანატოლებისთვის ტრენინგი
– CV–ის წერის ტექნიკაზე.
სამდღიანი ვიზიტი ასევე
მოიცავდა სხვადასხვა კულტურულ,
ეკოლოგიურ და სპორტულ
აქტივობებს.
ღონისძიება
ორგანიზებულ იქნა „საქართველოში
ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების
პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც
ხორციელდება საქართველოს გაეროს
ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) მხარდაჭერით.
წყარო: სამოქალაქო
აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის გვერდი სოციალურ ქსელში