en
ge

სიმულაციური ვარჯიშები

იმერეთი. წითელი ჯვრის საზოგადოებამ 11-14 და 25-26 ივნისს, „სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის" ფარგლებში, ლენტეხში, ცაგერში, ამბროლაურში, ონში, ტყიბულსა და საჩხერეში ჩატარდა სიმულაციური ვარჯიშები. ვარჯიშები ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტების კატასტროფებზე რეაგირების გეგმების ამოქმედებას. საქმიანობები განხორციელდა საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) კატასტროფების მართვის დეპარტამენეტის თანამშრომლების მხარდაჭერით. სიმულაციების განმავლობაში შესაბამისს სამსახურებს მიეცათ სპეციალური დავალებები. დავალებების განაწილების შემდეგ შტაბის წევრები გავიდნენ ველზე, სადაც შექმნილი იყო საველე ოპერატიული ცენტრი და იმიტირებული ხანძრისა და წყალდიდობის ფონზე ჩატარდა პრაქტიკული სიმულაციური ვარჯიშები. შტაბის წევრებმა გამოიძახეს საგანგებო და სასწრაფო დახმარების სამსახურები, ისევე როგორც სწჯს თემის მოხალისეთა კატასტროფებზე მზადების და რეაგირების ჯგუფები. უსაფრხო ადგილებში გაშლილი იყო სწჯს-ის კარვები, სადაც თემის მოხალისეებმა აღმოუჩინეს პირველადი სამედიციო და ფსიქოსოციალური დახმარება „დაზარალებულ" პირებს. თითოეულ მუნიციპალიტეტში ყველა ადგილობრივმა სამსახურმა მოახდინა შესაბამისი რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)