en
ge

ფერადი ზაფხული

ქვემო ქართლი. 23 ივლისს საზოგადოება „ბილიკმა" კულტურისა და დასვენების პარკში გამართა ღონისძიება სახელწოდებით - „ფერადი ზაფხული", ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციიის დღის ცენტრების ბენეფიციარებმა, სამოქალაქო და ჟურნალისტიკის კლუბების წევრებმა და სხვა დაინტერესებულმა ადამიანებმა.
ღონისძიების „ფერადი ზაფხულის" ფარგლებში მოეწყო ფოტო-გამოფენა, რომელიც ასახავდა საზაფხულო ბანაკის – „ჩემს თავზე საუბარი" – ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს, ტრენინგებს და საინტერესო აქტივობებს. სურათები თავად ბანაკის მონაწილე ქართველი, აზერებაიჯანელი, სომეხი და ჩეჩენი ბავშვების მიერ იყო გადაღებული, კულტურისა და დასვენების პარკში მოხალისეები ყველა მსურველს სახეზე ხატავდნენ, ხოლო ჟურნალისტიკის სტუდიის ტრენერმა მსურველებისთვის ჩაატარა ვორქშოფს ფოტო-გადაღებაში. ბანაკი 4-10 ივლისში, დაბა ურეკში მოეწყო და მიმი მასპინძელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბილიკი" იყო.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023