en
ge

მონიტორინგის შედეგები

აჭარა. 26 ივლისს, ბათუმის პრეს–კაფეში,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში" და ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული „თვითმმართველ ქალაქ ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარეგანათების სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ანგარიშის" პრეზენტაცია გამართა. 
თვითმმართველ ქალაქ ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტით გათვლისწინებული გარეგანათების სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ანგარიში დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესთან და პროცესში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებთან. 
მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით სატენდერო კომისიის მუშაობის დროს დარღვეულია კანონით გათვალისწინებული ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა განცხადების გამოქვეყნების წესი, სხვაობა წინასწარ განსაზღვრულ შესყიდვების წლიურ გეგმასა და სატენდერო განცხადებაში მითითებულ ფასებს შორის. 
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)