en
ge

ტრენინგი საგადასახადო კოდექსის თემაზე

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსისტებისა და იურისტებისთვის 19–20 ივლისს, 6–7 და 9–10 აგვისტოს საგადასახადო კოდექსის თემაზე უფასო ტრენინგებს ჩაატარებს. ღონისძიება ფოკუსირებული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების დაბეგვრის საკითხებზე. ორდღიან ტრენინგს საგადასახადო სამართლის სპეციალისტი, შპს „აი–ენ აუდიტის" დირექტორი – ირაკლი შავიშვილი გაუძღვება. 
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსისტებსა და იურისტებს.
მსურველებმა დაგვიდასტურეთ მონაწილეობა არაუგვიანეს 15 ივლისისა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: irakli_mkheidze@civilin.org
ღონისძიება ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)