გურია. 10 ივლისს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების
პროგრამის ფარგლებში გურიაში მომუშავე სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო
ჯგუფების წევრი მოსწავლეების მონაწილეობით ერთდღიანი გასვლისი ბანაკი მოეწყო. მოსწავლეებმა მოინახულეს ბჟუჟჰესის ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობა, შემდეგ კი მდინარე ბჟუჟის ხეობაში დაბანაკდნენ. დღის მანძილზე მონაწილეებმა მოისმინეს საინტერესო პრეზენტაციები, ჩაერთნენ სახალისო აქტივობებში.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს PH International-ი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (USAID). გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია გურიაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში