თბილისი. სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი
კანონმდებლობის ცვლილებების პროექტის შესახებ, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის
ინიციატივით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება 15 ივლისს.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ასევე მიმართა საქართველოში ევროკავშირის
წარმომადგენლობას და სთხოვა გამოეხატა პოზიცია „თუ რამდენად შეუწყობს ხელს ამ
ცვლილებების მიღება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმდინარე პროცესს...".
8 ივლისს ევროკავშირის წარმომადგენლობამ
საქართველოში ფონდს ოფიციალური წერილით უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ „აღნიშნული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და მას შეუძლია ხელი შეუშალოს საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ რეგულაციებთან დაახლოების მიმდინარე პროცესს".
წყარო: epfound.ge