en
ge

მოსაზრებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

თბილისი. საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროეტის შესახებ მოსაზრებები გამოაქვეყნა.
„საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ განსახილველად წარდგენილ იქნა კანონპროექტი  „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ". აღნიშნული კანონპროექტით ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლში და დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას, რომელიც  მოწმის დაკითხვას  დასაშვებად მხოლოდ სასამართლოს წინაშე მიიჩნევს, ნაცვლად 2013 წლის 01 სექტემბრისა 2014 წლის 01 დეკემბრიდან ითვალისწინებს.
მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე საქართველოში და კვლავ საფრთხის ქვეშ დატოვებს ბრალდებისა და დაცვის მხარის საპროცესო თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის რეალურ განხორციელებას", ნათქვამია დემოკრატიული ინიციატივის ვეგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
სრულად
წყარო gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)