იმერეთი. 11 ივლისს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო შეხვედრა – „ჰესების მშენებლობა - ეკონომიკური სარგებელი თუ ეკოლოგიური საფრთხე". დისკუსია მიზანად ისახავდა გამოეკვეთა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური საფრთხეები და ამავდროულად მისი ეკონომიკური სარგებელი, თუ რა შედეგი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ ჰესების აშენებით.
ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტებიც, რომლებმაც დამსწრეებს
გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ისაუბრეს ჰესების მშენებლობის დადებით და უარყოფით მხარეებზე. საჯარო დისკუსია კითხვა– პასუხის რეჟიმში დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.
წყარო:ორგანიზაციის
გვერდი სოციალურ ქსელში