en
ge

კოალიცია – მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების შესაძლო გადაწევის შესახებ

თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების შესაძლო გადაწევის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. პარლმენტში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მოქმედი სისხლის სამართლის პროცესით განსაზღვრული მოწმის დაკითვის ახალი პროცედურების ამოქმედების ვადა გადაიწევს 2014 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მანამდე იმოქმედებს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურები.
„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ გაიზიარონ ინიცირებული ცვლილება და ხელი შეუწყონ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაჯანსაღებას, პირველ რიგში, მხარეთა რეალური თანასწორობის უზრუნველყოფის გზით.  მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება კი სწორედ მხარეთა თანასწორობის შეუცვლელ წინაპირობას წარმოადგენს" – ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)