en
ge

ოზურგეთში მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ახალი პროექტი წარადგინეს

გურია. 15 ივლისს,  ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა  – საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა და გურიის მედიატორთა ასოციაციამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას ახალი პროექტი წარუდგინეს.
„გაერთიანება წყლის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად" - ასე ჰქვია იმ ახალ პროექტს, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციები კოალიციურად ახორციელებენ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) ფინანსური მხარდაჭერით.პროგრამის განხორციელების საწყისი ეტაპი მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეებთან აქტიური ინფორმაციული ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბებას. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესი უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად მიიღწევა.
ამხანაგობების ჩამოყალიბება შემდგომში უზრუნველყოფს არა მარტო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების, არამედ, ზოგადად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში შემდგომში წარმოშობილი ყველა საერთო და მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებასა და გადაწყვეტას. პროექტი ითვალისწინებს ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ინტერესების ლობირებასა და სამართლებრივ დახმარებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების მოპოვების საკითხებში.
წყარო: საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023