en
ge

ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა გრძელდება

აჭარა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აგრძელებს მუშაობას თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმის შემუშავებაზე. მორიგი შეხვედრა გაიმართა 12 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამუშაო ჯგუფთან. ბათუმელი მოქალაქეების მხარდაჭერით და ჩართულობით დამუშავებულ SWOT ანალიზისა და სწრაფი ურბანული სივრცითი ანალიზის საფუძველზე „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ურბანისტებმა და არქიტექტორებმა ჩამოაყალიბეს ქალაქის მთავარი მიზნები, პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და შესაძლებლობები, რომელიც გააცნეს ბათუმელ საზოგადოებას და შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღეს.
პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023