en
ge

გამჭვირვალობა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხმიანება

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში მეორე მოსმენით განხილვისას შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა.
სოციალურ ქსელში ორგანიზაციის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „პარლამენტმა მეორე მოსმენით განხილვისას ცვლილება შეიტანა იმ კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებამოსილება პრემიერმინისტრს ენიჭებოდა. ახალი რედაქცია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ის პირი, ვისაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უჭირავს აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა და ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკდემიურ ხარისხს."
ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება წარმოდგენილ ცვლილებას, თუმცა, მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, თუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შერჩევის მსგავსი წარმომადგენლობითი მოდელი თავად რექტორის არჩევაზეც გავრცელდება".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)