en
ge

საზაფხულო სკოლა ბაკურიანში

სამცხე–ჯავახეთი. ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა 1–14 ივლისს მონაწილეობა ბაკურიანის საზაფხულო სკოლაში მიიღეს. ახალგაზრდებს ჩაუტარდათ „პარტნიორები საქართველოს" თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგები, კურსები: გაეროს მოდელირება, სოციალური მედია და ბლოგინგი, ფოტოხელოვნება, ბრენდინგი და გრაფიკული დიზაინი, გენდერული თანასწორობა და ოჯახური ძალადობა. აგრეთვე პროფესიული საორიენტაციო ტრენინგი – „უმაღლესი გაანთლება საქართველოში". გარდა ამისა ტარდებოდა ლექციები ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების თემაზე, კინოჩვენება, სპორტულ–რეკრეაციული აქტივობები. საზაფხულო სკოლაში სულ 13 ქალაქის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. პროექტს ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)