en
ge

სასამართლო კრიმინოლოგიის პირველი თანამედროვე სახელმძღვანელო ქართულ ენაზე

თბილისი. აშშ–ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში, საგამომცემლო სახლმა ლაბირინთმა „სასამართლო კრიმინოლოგიის" სახელმძღვანელო თარგმნა და გამოსცა. წიგნის ავტორები არიან: უეინ პეტერიკი, ბრენტ ტიორვი, კლერ ფერგუსონი.
წიგნი განკუთვნილია სისხლის სამართლის სფეროში მოღვაწე იურისტებისთვის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის.
აშშ–ის საელჩოს ყოველწლიური წიგნების თარგმნის პროგრამა საშუალებას აძლევს საგამომცემლო სახლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს თარგმნონ და გამოსცენ ამერიკელი ავტორების წიგნები და სახელმძღვანელოები. პროგრამის მთავარი მიზანია, საზოგადოებისათვის წიგნი ხელმისაწვდომი გახადოს.
სახელმძღვანელოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://goo.gl/ODXKl
წიგნის ონლაინ შეძენა შესაძლებელია ბმულზე: http://goo.gl/7Y9Mr
წყარო: აშშ–ს საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)