en
ge

იურიდიული განათლების სემინარები მოსწავლეთათვის

თბილისი. დემოკრატიის ხელშეწყობის მცირე საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით, FLEX პროგრამის მონაწილემ იურიდიული განათლების სემინარებს გაუწია ორგანიზება. პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 44 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, სემინარები ცნობილმა ექპერტებმა ჩაუტარეს. მოსწავლეებმა ჯგუფურ დისკუსიებში, დებატებსა და იმიტირებულ სასამართლოში მიიღეს მონაწილეობა.  თბილისის იუსტიციის სახლში, პროექტის ყველა მონაწილეს აშშ–ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების, იუსტიციის სამინისტროსა და ამერიკული საბჭოების წარმომადგენლება სერთიფიკატები გადასცეს. აშშ–ის საელჩო ყოველწლიურად აცხადებს დემოკრატიის ხელშეწყობის მცირე საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საელჩო აშშ–ის გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში ეხმარება. დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, გრანტები გადაეცემა ორგანიზაციებს, რომელთა წევრებიც აშშ–ის გაცვლითი პროგრამის მონაწილეები არიან, ან თავად მონაწილეებს ინდივიდუალურად. პროგრამას ადმინისტრირებას აშშ–ის საელჩოს საზოგადოებასთან უერთიერთობის განყოფილება უწევს.
წყარო:აშშ–ის საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)