მცხეთა–მთიანეთი. 18-19 ივლისს სტეფანწმინდაში კონსტიტუციის 42-ე მუხლი ჩაატარებს ორდღიან სემინარს პროექტის – „ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის" –ფარგლებში.
პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალბატონები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარ რაიონებში, ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა.
ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ჩატარებული სემინარი მიეძღვნება სოფლად მცხოვრები ქალების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის ამაღლებას, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების სტიმულირებას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში