en
ge

ახალგაზრდული პარლამენტის ვიზიტი ახალციხეში

სამცხე–ჯავახეთი. მეხუთე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდა პარლამენტარებმა შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს. შეხვედრას ორმოცდაათამდე ადგილობრივი ახალგაზრდა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და ახალგაზრდული პარლამენტის საქმიანობით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებამ ახალგაზრდა პარლამენტარებს რეგიონში არსებული პრობლემები გააცნეს. მათ ყურადღება სპორტული და კულტურული აქტივობის განუვითარებულობაზე, გარემოს დაცვასთან და დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილეს. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ახალციხის რეგიონში „თვითდასაქმებისა და მეწარმეობის განვითარების" სასწავლო კურსის გამართვას გეგმავს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ადგილზევე მოხდეს. სასწავლო კურსების მეშვეობით, ახალციხელებს ბიზნესის წამოსაწყებათ, ბიზნეს გეგმების შემუშავებასა და დაფინასების წყაროების მოძიებას შეასწავლიან. საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა რეგიონებში შეხვედრები მაისიდან დაიწყო.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023