თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" აქვეყნებს 2013 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ.
„ანგარიში მოიცავს 2013 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა თემატიკას და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის საკითხებს. იმავდროულად ანგარიშში ასახულია რამდენიმე ისეთი შემთხვევა, რომელიც, მართალია, საანგარიშო პერიოდს სცდება, მაგრამ, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნიეთ ამ თემების განხილვა მოცემული ანგარიშის ფორმატში", – ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gdi.ge