კახეთი. ,,მედია ცენტრი კახეთის" ახალგაზრდა მოხალისეებმა, 29 ივლისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში კიდევ ერთი აქცია მოაწყვეს. დახმარება სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ხუთმა ოჯახმა მიიღო.
ხუთივე ოჯახში, რომელსაც სასურსათო კალათები, სასკოლო სახელმძღვანელოები და პირადი ჰიგიენის ნივთები გადაეცა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ.
პროექტის კოორდინატორის, ილია საყვარლიშვილის თქმით აქცია სათემო განვითარების ცენტრის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ფონდის „პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით განხორციელდა:,,აქცია ,,მედია ცენტრი კახეთის" ორგანიზებით გაიმართა. მედია ცენტრის ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, სადაც უდედმამო ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ, გადავეცით სასურსათო პაკეტი, რომელშიც შედიოდა პირველადი მოხმარების საგნები, სარეცხი საშუალებები, სურსათი, შაქარი, ბრინჯი და პირადი ჰიგიენის ნივთები".
ორგანიზაცია სამომავლოდაც გეგმავს მსგავსი ტიპის აქციის გაკეთებას სოციალურუად დაუცველი ოჯახებისათვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა.