თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფრომაცია გამოაქვეყნა. ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია ორგანიზაციის ბალანსის, 2012 წლის პრემიების, 2013 წლის პრემიების, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშების, ავტოპარკის, განთავისუფლებული თანამშრომლების შესახებ. გამგეობამ ინსტიტუტს არასრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ, რადგან არ არის მითითებული პოზიციები და გათავისუფლების მიზეზი.
წყარო: opendata.ge