თბილისი.სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსისტებისა და იურისტებისთვის
საგადასახადო კოდექსის თემაზე უფასო ტრენინგებს ატარებს.
ორდღიან ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაციების 28 წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიება ფოკუსირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების დაბეგვრის საკითხებზე. ტრენინგს საგადასახადო სამართლის სპეციალისტი ირაკლი შავიშვილი უძღვება.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსისტებისა და იურისტებისთვის
ტრენინგებს 19–20 ივლისს, 6–7 და 9–10 აგვისტოსაც ჩაატარებს. მსურველებმა დაადასტურეთ მონაწილეობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: irakli_mkheidze@civilin.org
ღონისძიება ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში.