en
ge

„ტრაქტორების საქმე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ბლოგპოსტი – „ტრაქტორების საქმე" ბევრ კითხვას აჩენს გამოაქვეყნა. „1 მაისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემდებარე უწყებების თანამშრომლების დაკავება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს   ...საქმის გარემოებების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეს სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ. მნიშვნელოვანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული „ტრაქტორების საქმეში" არსებულ გარემოებებზე და გამოძიების მიმდინარეობაზე. ეს იყო სახელმწიფოს მიერ ეფექტური ანტიკორუფციული ქმედებები თუ გამოძიების თვითნებობა. ცხადია, რომ რიგითი პროკურორი თვითნებურად ვერ გადაწყვეტდა ზეწოლის გამოყენებას იმ დროს მოქმედი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენებების მისაღებად. მნიშვნელოვანია ამ საქმის მიუკერძოებელი და სწრაფი გამოძიება და იმ პირთა პასუხისმგებლობის დაყენება რომლებმაც კანონი დაარღვიეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
სრულად
წყარო: transparency.ge 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)