en
ge

სემინარი – „ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის“ – ანაკლიაში

სამეგრელო. 20-21 ივლისს ანაკლიაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ზუდიდის ოფისის, ასოციაცია „ათინათისა" და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარი – „ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის". სემინარზე მომხსენებლებმა და სტუმრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი საკითხები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში, სემინარი ჩაატარეს „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის" ექსპერტ-ანალიტიკოსებმა. პროექტი ხორციელდება „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით".
წყარო:საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)