თბილისი. 20 ივლისს, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით საჯარო დისკუსია - „სასკოლო ასაკის განსაზღვრა 6 წლამდე" –გაიმართა.
დისკუსია მიმდინარეობდა სასკოლო ასაკის ქვედა ზღვრის (5 წელი) მიზანშეწონოლობაზე, მის დადებით და უარყოფით გავლენაზე. ფორუმს ესწრებოდნენ მკვლევარები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები, მშობლები და ამ საკითხით დაინტერესებული პირები. მოწვეულმა ფსიქოლოგებმა აღნიშნეს, რომ ხუთი წლის მოზარდებს არ აქვთ კარგი ფსიქიკური და ფიზიკური მზაობა სკოლაში სწავლის დასაწყებად. კომიტეტის წევრების მიერ წარმოდგენილი იყო, ზოგადი განათლების ექსპერტებთან ჩატარებული კვლევისა და ფსიქოლოგებთან კონსულტაციების შედეგები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში